მორატა პრემიერლიგაზე:
Aa
Aa

მორატა პრემიერლიგაზე: "...იმედია, რომ ფეხების გამოყენების საშუალება მომეცემა"

ლონდონის "ჩელსის" ესპანელმა ფორვარდმა ალვარო მორატამ, "არსიტოკრატთა" რიგებში ადაპტაციაზე და პრემიერლიგის სირთულეებზე ისაუბრა.

"პრემიერლიგა იტალიისგან და ესპანეთისგან განსხვავდება. აქ წარმოუდგენელია, რომ მოდუნდე და თავს ბოლომდე დახარჯვის უფლება არ მისცე. ჯერჯერობით ადაპტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. რაც შეეხება ჩემს გოლებს, დიახ ყველა ბურთი თავით გამაქვს და იმედია, რომ ფეხების გამოყენების საშუალება მომეცემა". - განაცხადა მორატამ.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსი" პრემიერლიგის მე-5 ტურის მატჩს ხვალ, "არსენალის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები