AS: ლევანდოვსკის
Aa
Aa

AS: ლევანდოვსკის "რეალთან" მოლაპარაკებების დაწყება სურს

ყველასთვის ცნობილია, რომ რობერტ ლევანდოვსკის ცნობილი განცხადების შემდეგ, სადაც მან დაიჩივლა, რომ "ბაიერნს" ტრანსფერებში 40 მილიონზე მეტის გადახდა მართებს, გუნდის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა.

პოლონელი ფორვარდი, "რეკორდმაისტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ ჰაინც რუმენიგემ საჯაროდ გააკრიტიკა.

როგორც ჩანს ლევანდოვსკი უკან დახევას არ აპირებს და მიუნხენის დატოვება სურს.

ესპანური AS-ის ცნობით, ფეხბურთელმა თავის პირად აგენტს მადრიდის "რეალთან" მოლაპარაკებების დაწყება მოსთხოვა.

თავის მხრივ, მადრიდელები ცენტრფორვარდის ძიებაში არიან და პოლონელი ფორვარდის კანდიდატურა მათთვის სავსებით მისაღებია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები