მონტოია „ინტერში“ ითამაშებს
Aa
Aa

მონტოია „ინტერში“ ითამაშებს

კატალონიის “ბარსელონას” მცველი მარტინ მონტოია, ახალი სეზონიდან მილანის “ინტერის” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას „Marca“ ავრცელებს. მონტოია “ნერაძურის” 2 წლიანი იჯარის წესით შეუერთდება, რომელიც იტალიურ გრანდს 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა. მის გამოსასყიდად კი “ინტერს” 8 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.

24 წლის მარტინ მონტოია “ბარსელონას” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2010 წლიდან მოყოლებული ირიცხება. გასულ სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ 8 თამაშის ჩატარება მოახერხა და გულშემატკივრებს თავი ვერაფრით დაამახსოვრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები