ნაგელსმანი:
Aa
Aa

ნაგელსმანი: "ანჩელოტის იმაზე მეტი ტიტული აქვს, ვიდრე მე ტრუსი"

რამდენიმე დღის წინ, "ჰოფენჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა, თავის ცხოვრებაში მიუნხენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ, მისი ოჯახი საცხოვრებლად სწორედ ამ ქალაქში გადავიდა.

პარალელურად, კარლო ანჩელოტის კრიტიკოსების რიცხვი იზრდება. ეს ყველაფერი კი მედიისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ახალი ჭორი აეგორებინათ და ნაგელსმანი "ბაიერნის" მომავალ მწვრთნელად დაასახელეს.

ამ ინფორმაციის არარეალურობა, თავად იულიან ნაგელსმანმა დაადასტურა: "ჩემს განცხადებას იმაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე მინდოდა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩემს კოლეგას, კარლო ანჩელოტის დაუკავშირდა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ.

ანჩელოტის იმაზე მეტი ტიტული აქვს, ვიდრე მე ტრუსი. მას ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე და ავუხსენი, თუ რას ვგულისხმობდი, როდესაც "ბაიერნზე" ვლაპარაკობდი". - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Goal-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები