ვერნერმა
Aa
Aa

ვერნერმა "რეალის" ინტერესზე კომენტარი გააკეთა

რამდენიმე დღის წინ, ევროპულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალი", "ლაიპციგის" 21 წლის ფორვარდით ტიმო ვერნერით ინტერესდება.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, გერმანელმა ფორვარდმა პირველი კომენტარი გააკეთა.

" "რეალი"? მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ ეს ფაქტი ჩემთვის სულ ერთია. მოხარული ვარ, რომ ამ ინფორმაციის შესახებ ვკითხულობ და ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩემით ინტერესდებიან". - განაცხადა ვერნერმა.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანმა ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს აღნიშნა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ცენტრფორვარდის დამატებას არ გამორიცხავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები