მოურინიო ჩვეულ სტიქიაშია -
Aa
Aa

მოურინიო ჩვეულ სტიქიაშია - "...შემდეგ დიდ ბიჭებთან თამაშით ვისიამოვნოთ"

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩის დასრულების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ მედიასთან საინტერესო და ირონიული კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, რომ "ბარსელონასათვის", "რეალისათვის" და "ბაიერნისთვის", ჩემპიონთა ლიგა თებერვალში იწყება. მანამდე უბრალოდ ხურდებიან. ახლა მზადება მიმდინარეობს და თებერვალში, როცა ჩვენ, ინგლისური გუნდები, "ბოქსინგ დეისგან" გადარჩენას ვცდილობთ, ისინი კი დასვენებულნი არიან.

მათთვის ეს უბრალოდ ვარჯიშია. მგონია, რომ პრემიერლიგის გუნდები მეორე საფეხურზე დგანან. მოდი მოვიპოვოთ ქულები პლეი-ოფში გასასვლელად და თუ ამას შევძლებთ, შემდეგ დიდ ბიჭებთან თამაშით ვისიამოვნოთ." – განაცხადა "განსაკუთრებულმა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები