მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "მეტოქეს ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ"

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბაზელი" დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. მიუხედავად ამისა, "წითელი ეშმაკების" დამრიგებელი ჟოზე მოურინიო

ფეხბურთელებს აფრთხილებს, რომ მომავალ შეხვედრაში კონცენტრაცია არ დაკარგონ და მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.

"ოლდ ტრაფორდზე" გამართული შეხვედრა მანჩესტერელთა თამაშის კარნახით წარიმართა, თუმცა როგორც ჩანს პორტუგალიელი ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა.

BT Sport-თან ინტერვიუში "განსაკუთრებულმა" გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა:

"რა თქმა უნდა, 3 ქულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია რომ პირველივე მატჩი მოვიგეთ. მეორე გოლამდე თამაშის ტემპს ვაკონტროლებდით და

ფებურთელებიც შესანიშნავად ირჯებოდნენ, თუმცა შემდეგ მათ გაუაზრებელი შეცდომების დაშვება დაიწყეს.

როგორც ჩანს, მათ 2:0-ზე თამაში დასრულებულად ჩათვალეს. მეტოქეს ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ. მოვდუნდით და დიდი შანსი იყო რომ გოლი გაგვეშვა.

 

საბოლოო ჯამში გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ". - განაცხადა პორტუგალიელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები