Aa
Aa

"რეალის" ახალი სამიზნე - პერესის სწორი ხედვა

მადრიდული AS-ის ცნობით, „რეალს“ თავდასხმის გაძლიერება სურს და უკვე ახალი სამიზნეც შეარჩია.

სამეფო კლუბი, „ლაიპციგის“ 21 წლის ფორვარდით ტიმო ვერნერით ინტერესდება, რომელიც მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ძირითადის წევრად მოიაზრება.

ალვარო მორატას წასვლის შემდეგ, ზინედინ ზიდანის გუნდს ცენტრფორვარდის შეძენა წელსვე სურდა, მაგრამ მბაპესგან უარი მიიღეს.

ახალგაზრდა გერმანელი ფორვარდი კი „რეალისთვის“ იდეალური ვარიანტია.

ვერნერმა გასულ სეზონში ბუნდესლიგის 31 შეხვედრაში, თავი 21 გატანილი გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები