რუმენიგე ლევანდოვსკიზე:
Aa
Aa

რუმენიგე ლევანდოვსკიზე: "...მას საქმე პირადად ჩემთან ექნება"

რამდენიმე დღის წინ, რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ სატრანსფერო პოლიტიკა საჯაროდ გააკრიტიკა.

პოლონელ ფორვარდს პასუხი „რეკორდმაისტერის“ გენერალურმა დირექტორმა კარლ ჰაინც რუმენიგემ გასცა.

„ჩვენს კანცლერს უფრო დავეთანხმები, ვიდრე ლევანდოვსკის. „პსჟ“-ს ტრანსფერებმა, როგორც ჩანს გავლენა მასზეც მოახდინა. თუმცა, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ „ბაიერნში“ თამაშობს და ძალიან დიდ თანხასაც გამოიმუშავებს. საწყენია, რომ მან საუბრის ასეთი ფორმა აირჩია. ვინც საჯაროდ აკრიტიკებს გუნდს, თანაგუნდელებსა და მწვრთნელს, მას საქმე პირადად ჩემთან ექნება“. - განაცხადა რუმენიგემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები