„უიმბლდონი“ დავიდ ფერერის გარეშე ჩაივლის
Aa
Aa

„უიმბლდონი“ დავიდ ფერერის გარეშე ჩაივლის

მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერს, ესპანელ დავიდ ფერერს მაჯის ტრავმა აწუხებს, რის გამოც ფერერი უიმბლდონის ტურნირს გამოტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას პორტალი „Tennis.com“ ავრცელებს.

ფერერი უიმბლდონის პირველ წრეში ბრიტანელ ჯეიმს უარდს უნდა დაპირისპირებოდა. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ესპანელს იტალიელი ლუკა ვანი ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის ტურნირი სტარტს 29 ივნისს აიღებს და 12 ივლისს დასრულდება.

დავიდ ფერერს დიდი სლემის ტურნირი არასოდეს მოუგია, გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს 2013 წლის საფრანგეთის ღია პირველობაზე ჰქოდნა, სადაც ფინალში თანამემამულე რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები