სტივენსმა US OPEN-ის ფინალში კიზი გაანადგურა
Aa
Aa

სტივენსმა US OPEN-ის ფინალში კიზი გაანადგურა

ქალთა შორის ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული შეერთებული შტატების წარმომადგენელი სლოუნ სტივენსი გახდა.

24 წლის სტივენსმა ფინალურ შეხვედრაში ფავორიტად შერაცხული კიდევ ერთი მასპინძელი მედისონ კიზი ძალიან მარტივად, 6:3 6:0 დაამარცხა და დიდი სლემის პირველი ტურნირი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ სტივენსმა რამდენიმე თვის წინ ფეხის ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და კორტზე სრულფასოვნად გაზაფხულზე დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები