„მილანმა“ შესაძლოა ბერტოლაჩი გაიფორმოს
Aa
Aa

„მილანმა“ შესაძლოა ბერტოლაჩი გაიფორმოს

„Sky“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანმა" ანდრეა ბერტოლაჩის თაობაზე „რომასთან“ ყველაფერი მოაგვარა და უახლოეს საათებში ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერს დაასრულებენ.

"მილანი" ბერტოლაჩის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდის, თავად ფეხბურთელს კი 4 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის თანახმადაც მოთამაშე წელიწადში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ, „მილანმა“ „ჩემპიონთა ლიგაზე“ გასვლა მოახერხა, ახალგაზრდა იტალიელს ბონუსებიც დაერიცხება. ფეხბურთელის აგენტი, ალესანდრო ლუჩი აქტიურ მონაწილეობას იღებს მოლაპარაკებებში.

გასულ სეზონში ანდრეა ბერტოლაჩი "ჯენოას" რიგებში თამაშობდა, სადაც 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში 6 გატანილი გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები