სენსაციური ინფორმაცია - ანჩელოტი
Aa
Aa

სენსაციური ინფორმაცია - ანჩელოტი "ბაიერნს" ტოვებს?

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა მარიო ბასლერმა სენსაციური განცხადება გააკეთა და კარლო ანჩელოტის გუნდიდან წასვლა დაანონსა.

"მაქვს ინფორმაცია, რომ ანჩელოტიმ ჩინურ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის "ბაიერნს" იანვარში დატოვეს, ჩინეთში სეზონი სწორედ ამ დროს იწყება. ამას 100%-თ ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ წყარო საკმაოდ საიმედოა". - განაცხადა ბასლერმა.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის მიუნხენელებთან ხელშეკრულებას ვადა 2019 წელს ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები