Aa
Aa

"იუვეს" დანაკლისი - ალეგრი: "...არ ვიცი, თუ რა ტაქტიკით გავალთ "ბარსას" წინააღმდეგ"

12 სექტემბერს, სტარტს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2017/2018 წლების გათამაშება აიღებს.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი დიდი ჯახით გვიბრუნდება. "კამპ ნოუზე", "ბარსელონა" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

"ბებერი სინიორას" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ, გუშინ "კიევოს" დამარცხების (3-0) შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "ბარსასთან" მატჩისთვის სერიოზული დანაკლისი აქვთ.

"სამი ხედირა და კლაუდიო მარკიზიო ტრავმების გამო "ბარსელონასთან" ვერ დაგვეხმარებიან. შარშანდელი ფინალის შემდეგ კი დისკვალიფიკაცია აქვს ხუან კუადრადოს. ასე, რომ ვერც ის ითამაშებს. რაც შეეხება ჯორჯო კიელინის, მან ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიში მალე უნდა დაიწყოს, მაგრამ ითამაშებს თუ არა, ამის თქმა წინასწარ ძნელია. აქედან გამომდინარე არ ვიცი, თუ რა ტაქტიკით გავალთ "ბარსას" წინააღმდეგ". - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება სამშაბათს, 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები