ედერსონთან ინციდენტის შემდეგ, მანემ კომენტარი გააკეთა
Aa
Aa

ედერსონთან ინციდენტის შემდეგ, მანემ კომენტარი გააკეთა

პრემიერლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში, "მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპული" 5-0 გაანადგურა. 

მაშინ, როდესაც ანგარიში 1-0 იყო, ერთი-ერთზე გაუსლმა სადიო მანემ, კარიდან გამოსული ედერსონი არ დაინდო და გაშლილი ფეხი პირდაპირ სახეში ჩაარტყა, რის შემდეგაც ბრაზილიელმა მეკარემ გონება დაკარგა და იგი სამედიცინო შტაბმა მოედნიდან გაიყვანა.

საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ედერსონი "ეტიჰადზე" მატჩის მსვლელობისასვე დაბრუნდა.

ამ ინციდენტის შემდეგ, სადიო მანემ საჯარო კომენტარი გააკეთა და მოდიში მოიხადა.

"ედერსონს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ამ ინციდენტისთვის და ბოდიშს ვუხდი მას, რომ ასეთი დაზიანება მივაყენე. ვლოცულობ, რომ ის მალე დაბრუნდეს. იგი უმაღლესი დონის მოთამაშეა". - დაწერა მანემ საკუთარი Instagram-ის გვერდზე.

არ არის გამორიცხული, რომ მანე რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები