მოურინიო თავის თავს არ ღალატობს - რა მოხდა
Aa
Aa

მოურინიო თავის თავს არ ღალატობს - რა მოხდა "სტოკთან" მატჩის შემდეგ?

"სტოკთან" დასრულებული (2-2) მატჩის შემდეგ, ჟოზე მოურინიო ყურადღების ცენტრში მოექცა.

საქმე იმაშია, რომ შეხვედრის მსვლელობისას მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი მარკ ჰიუზი, "განსაკუთრებულთან" კამათობდა. ერთ მომენტში კი მას უბიძგა კიდეც. 

მატჩის დასრულების შემდეგ, მოურინიომ "სტოკელთა" მთელს სამწვრთნელო შტაბს ჩამოართვა ხელი, ხოლო, როცა ჰიუზის ჯერი დადგა, მოუმ მას ყურადღებაც არ მიაქცია.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა, მას ამ ფაქტის შესახებ კომენტარი სთხოვეს, რაზეც პორტუგალიელმა სპეციალისტმა შემდეგნაირად უპასუხა: "იცით რა... მე მინდა, რომ თქვენთან მიმართებაში გულახდილი ვიყო და ამიტომ ვთვლი, რომ თქვენი შეკითხვა ნამდვილად ცუდი შეკითხვაა. რატომ? იმიტომ, რომ ცდილობთ ყველაფერი ისე წარმოაჩინოთ, თითქოს პრობლემა ჩემშია. ეს არაკორექტულია". - განაცხადა მოურინიომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები