აგუერო პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა!
Aa
Aa

აგუერო პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა!

პრემიერლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში, "მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპული" 5-0 გაანადგურა.

შეხვედრაში ანგარიში სერხიო აგუერომ გახსნა. ამ გოლით "კუნი" პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი არაევროპელი ფეხბურთელი გახდა.

აგუეროს ანგარიშზე 124 გოლია. არგენტინელმა ფორვარდმა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას, ტრინიდადელ დუაიტ იორკს გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც 123 გოლი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები