Aa
Aa

"ლესტერი" VS "ჩელსი" - კონტეს მატჩისწინა პრესკონფერენცია

"ლესტერთან" დაპირისპირების წინ, "ჩელსის" თავკაცმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

"მნიშვნელოვანია, რომ "ლესტერის" წინააღმდეგ მატჩი კარგად დავიყოთ. სექტემბერში, 21 დღის განმავლობაში 7 მატჩის ჩატარება მოგვიწევს. "მელიების" წინა შეხვედრები ვნახე და მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან ძლიერი გუნდია. ისინი გააზრებულად მოქმედებენ. ჩვენ მოედანზე დიდი ყურადღება გვმართებს. მეტოქეს შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს". - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსისა" და "ლესტერის" მატჩი, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები