Aa
Aa

"სიტი" VS "ლივერპული" - კლოპის მატჩისწინა პრესკონფერენცია

"მანჩესტერ სიტისთან" მნიშვნელოვანი მატჩის წინ, იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტთა კითხვებს საინტერესო პასუხები გასცა.

"ფავორიტად სტუმრებს მივიჩნევ. ჩვენ "სიტის" იმ ფეხბურთის ჩვენების საშუალება არ უნდა მივცეთ, რომელიც მათ უყვართ. თუმცა, ფეხბურთის თამაში ჩვენ თავადაც შეგვიძლია. მოგვიწევს, რომ თავი სიღრმიდან დავიცვათ, მაგრამ ეს მთელი მატჩი არ გაგრძელდება. კონტრშეტევებზე ორივე გუნდი კარგად გამოიყურება". - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები