ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "მილანი" ნახევარმცველმა დატოვა

2017 წლის სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიური გუნდი უდაოდ "მილანი" იყო.

"როსონერიმ" შემადგენლობა საკმაოდ გააძლიერა. როგორც ჩანს, ვინჩენცო მონტელას გუნდში ხოსე სოსასთვის ადგილი აღარ არის.

32 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ამიერიდან "ტრაბზონსფორის" ღირსებას დაიცავს.

თურქულმა გუნდმა სოსას სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაიხადა.

შგახსენებთ, რომ ხოსე ერნესტო სოსა "მილანს" 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა. იტალიური გრანდის მაისურით მან, მხოლოდ 19 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები