დე ხეას
Aa
Aa

დე ხეას "რეალში" გადასვლა სურს და რამოსს შუამდგომლობას სთხოვს

Diario Gol-ის ცნობით, დავიდ დე ხეას მადრიდის „რეალში“ გადაბარგება სურს.

წყაროს მტკიცებით, სანაკრებო მატჩების დროს, დე ხეამ სერხიო რამოსთან ისაუბრა. ესპანელმა გოლკიპერმა „რეალის“ კაპიტანს სთხოვა, რომ ზინედინ ზიდანთან და ფლორენტინო პერესთან შუამდგომლობა გაუწიოს, რათა სამეფო კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოლაპარაკებები წამოიწყოს.

„რეალმა“ დე ხეას შეძენის სურვილი რამდენიმეჯერ გამოთქვა, მაგრამ „წითელ ეშმაკებს“ თავიანთი ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის გაყიდვა არ სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები