კოშტა
Aa
Aa

კოშტა "ჩელსის" მაინც დატოვებს?

Football London-ის ცნობით, „ჩელსის“ ფორვარდი დიეგო კოშტას "ჩელსიში" თამაში აღარ სურს.

მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო კონტემ იგი პრემიერლიგის განაცხადში შეიყვანა, ფეხბურთელი თამაშზე უარს აცხადებს და "ლურჯების" დატოვების იმედს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, დიეგო კოშტა შესაძლოა თურქეთში გადაბარგდეს.

სტამბოლის „ბეშიქთაშს“, მისი იანვრამდე არენდით აყვანა სურს. მოგეხსენებათ, რომ თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 8 სექტემბერს იხურება.

ზამთარში კი, მადრიდის „ატლეტიკოს“ სატრანსფერო ბანი მოეხსნება და ახალი ფეხბურთელების გაფორმება შეეძლება.

კოშტას ანტონიო კონტესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და მისი ხელმძღვანელობით თამაში აღარ სურს. ბრაზილო-ესპანელ ფეხბურთელს „არისტოკრატთა“ დასატოვებლად 2 დღე რჩება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები