Aa
Aa

"იუვენტუსი" ზამთარში "პსჟ"-ს ფეხბურთელის შეძენას გეგმავს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

"ბებერი სინიორა" "პსჟ"-ს ბელგიელი მარჯვენა მცველის ტომას მუნიეს შეძენას შეეცდება.

პარიზულ გუნდში დანი ალვეშის გადასვლის შემდეგ, მუნიეს სათამაშო დრო საგრძნობლად შეუმცირდა და ტურინელები სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით, მოლაპარაკებების წინ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

ტრანსფერმარკეტზე, 25 წლის მუნიეს ღირებულება 8.10 მილიონი ფუნტია, მაგრამ დიდი ალბათობით "იუვეს" მის სანაცვლოდ გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები