Aa
Aa

ილიას ზუროსის მატჩის შემდგომი ემოციური კომენტარი

გუშინ, ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ ისრაელთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო (91-104).

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების თავკაცმა ილიას ზუროსმა ემოციური კომენტარი გააკეთა.

"ვულოცავ ჩემს მოთამაშეებს და სამწვრთნელო შტაბს. ეს შესანიშნავი პერფორმანსი იყო. ჩვენ რთული დღეები გამოვიარეთ, როცა ზედიზედ ორი მარცხი ვიწვნიეთ. მინდა ავღნიშნო, რომ დარბაზში საოცარი ატმოსფერო სუფევდა.

დიახ, შენგელიას კასპის მეურვეობა პერსონალურად დავავალე. თორნიკე აგრესიული სტილის მოთამაშეა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კასპისთვის თავიდანვე დისკომფორტი შეგვექმნა. თორნიკე ამოდის პერიმეტრზე, ბრუნდება უკან სამწამიანში და ნებისმიერი მცველი ამ დროს მის წინააღმდეგ დიდ ენერგიას ხარჯავს. კასპი გამოცდილია, მაგრამ შენგელიამ მის წინააღმდეგ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. დღეს თოკო კარგი იყო.

მადლობა ქართველ ქომაგს. ჩვენ თქვენთვის ვთამაშობთ და ჩვენ თქვენთვის ვიგებთ. ნაკრების ყველა წევრი ხედავს ამას და აფასებს. ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც ყველას გვინდა, მაგრამ ჩვენ გვჯერა თქვენი და გვსურს, რომ ბოლომდე ჩვენს გვერდით იყოთ. ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ". - განაცხადა ზუროსმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები