Aa
Aa

დღეს 22:30-ზე გადამწყვეტი ბრძოლა - ისრაელი VS საქართველო

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ისრაელს შეხვდება. ევრობასკეტის თანამასპინძელთან შეხვედრა ორივე გუნდისთის უაღრესად პრინციპულია. წაგება ფაქტობრივად ორივე გუნდს მოუჭრის მომდევნო ეტაპის გზას. საქართველოს ნაკრებმა თელ ავივ არენაზე მატჩის წინა დღეს, საკმაოდ გვიან, 21:30 საათზე ივარჯიშა. ეს იმიტომ, რომ მატჩი 5 სექტემბერს, სწორედ ამ დროსაა დანიშნული.

 

ილიას ზუროსმა გუნდის წევრები მრავალფეროვნად დატვირთა. ძირითადი აქცენტი კომბინაციებსა და სათამაშო კომპონენტებს დაეთმო. ნაკლები დტვირთვით ივარჯიშა გიორგი ცინცაძემ, რომელსაც ლიტვასთან ნატკენი ფეხი აწუხებდა და ექიმებმა დასვენება ურჩიეს. სახიფათო არაფერია, ცინცაძემ მოგვიანებით, მატჩის დღეს, დილას ივარჯიშა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გასამართ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა. სპეციალისტის აზრით მეტოქე სწრაფი გუნდია, თუმცა იმედი აქვს რომ თავისი კალათბურთელები მასპინძლების შეცდომებს გამოიყენებენ და წარმატებას მიაღწევენ.

  ბოლო ორ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ეს ყველაფერი კონცენტრაციის ბრალი იყო. წინ ძალიან რთული მატჩი გველის და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ის პრობლემები რაც წინა შეხვედრებში გვქონდა აღმოვხვრათ. საჭიროა ტაქტიკურად სწორად განწყობა. ისრაელს თავისუფლად მოქმედების საშუალება არ უნდა მივცეთ. ძალიან მნიშვნელოვანია დაცვაში ყურადღებით თამაში. იმედი მაქვს მეტოქის შეცდომებს გამოვიყენებთ. ასევე ვიმედოვნებ, რომ მსაჯები დაპირისპირებას სწორად განსჯიან და ზუსტ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. - განაცხადა ზუროსმა

საქართველოსა და ისრაელის შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები