Aa
Aa

"ბარსელონა" და "მანჩესტერი" ზამთარში მეგატრანსფერისთვის იბრძოლებენ

როგორც ჩანს, ზაფხულის შემდეგ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაც საინტერესო გამოდგება.

ესპანური პრესის ინფორმაციით, იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსა" ხმაურიანი ტრანსფერისთვის იბრძოლებენ. მათი სამიზნე, მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი იქნება.

მოგეხსენებათ, რომ 2 სექტემბრიდან გრიზმანის კონტრაქტში ამუშავდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც ფრანგის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო, 100 მილიონამდე შემცირდა.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, გრიზმანის დონის ფეხბურთელის სანაცვლოდ ასი მილიონი სულაც არ არის ის თანხა, რომლის გადახდასაც გრანდები ვერ შეძლებენ.

"ბლაუგრანაში" რა ვითარებაც არის ყველას მოეხსენება. დიდია იმის შანსი, რომ პრეზიდენტი ბართომეუ გადააყენონ. ახალი ხელმძღვანელობის მთავარი მიზანი კი ზამთარში გუნდის გაძლიერება იქნება. გრიზმანს და "ბარსას" ამ ზაფხულსაც უკავშირებდნენ ერთმანეთს, თუმცა 200 მილიონის გადასახდელად კატალონიელები მზად არ იყვნენ. ახლა კი სულ სხვა ვითარებაა.

რაც შეეხებათ "წითელ ეშმაკებს", ისინი გრიზმანის შეძენასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ტრანსფერზე უარი თქვა, რადგანაც "ატლეტიკო" ფიფა-ს სანქციების გამო მის შემცვლელს იანვრამდე ვერ შეიძენდა.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, "ატლეტიკოს" წარმომადგენლებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები