გრიზმანის გამოსასყიდი თანხა ორჯერ შემცირდა
Aa
Aa

გრიზმანის გამოსასყიდი თანხა ორჯერ შემცირდა

წლევანდელი სატრანსფერო ფანჯრის დროს, ანტუან გრიზმანი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ტრანსფერზე უარი თქვა და გუნდს მხარში დაუდგა.

საქმე იმაშია, რომ "ატლეტიკოს" 2018 წლის იანვრამდე ფეხბურთელის დამატების უფლება არ აქვს. გრიზმანმა მადრიდელები არ დააღალატა და გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩა.

ესპანური AS-ის ცნობით, ანტუან გრიზმანის გამოსასყიდი თანხა ორჯერ შემცირდა. ამჟამად ფრანგი ფორვარდის შეძენა 100 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

ამ ზაფხულს მისი ფასი 200 მილიონი იყო. კონტრაქტში მითითებული პუნქტის თანახმად, 2017 წლის სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე, გრიზმანის გამოსასყიდი თანხა ორჯერ შემცირდა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ "ატლეტიკოს" მაისურით ფრანგი ფეხბურთელისთვის წლევანდელი სეზონი ბოლო იქნება. 2018 წლისთვის მის შეძენას "ბარსელონა" გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები