ლუკაკუ ზლატანზე:
Aa
Aa

ლუკაკუ ზლატანზე: "...ამის წინასწარ თქმა არ ვარჩიე"

როგორც რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით იასპარეზებს.

"წითელი ეშმაკების" ბელგიელმა ფეხბურთელმა რომელუ ლუკაკუმ, შვედ ფორვარდზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"მე ვიცოდი, რომ ის რჩებოდა, მაგრამ ამის წინასწარ თქმა არ ვარჩიე. ბედნიერი ვარ, რომ ის დარჩა. იბრა გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს", - ამბობს ლუკაკუ.

"ვიცი რა სურს ზლატანს - ეს პრემიერლიგის მოგებაა და ჩვენ, მას ამ მიზნის მიღწევაში დავეხმარებით". - განაცხადა ლუკაკუმ.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი თავისუფალი აგენტი იყო და დიდი ფიქრის შემდეგ, მან "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები