„ინტერი“ მოჰამედ სალაჰის შეძენას ცდილობს
Aa
Aa

„ინტერი“ მოჰამედ სალაჰის შეძენას ცდილობს

მილანის „ინტერს“ ლონდონის „ჩელსის“ შემტევის, მოჰამედ სალაჰის დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას „Daily Mail“ ავრცელებს.

მოთამაშემ გასული სეზონი არენდის წესით „ფიორენტინაში“ გაატარა. ფლორენციელებს კი სალაჰის კიდევ ერთი წლით შენარჩუნება სურთ. იმ შემთხვევაში, თუ საარენდო ხელშეკრულების გახანგრძლივება ვერ მოხერხდა, საქმეში „ინტერი“ ჩაერთვება და ფეხბურთელის შესაძენად ძალებს არ დაიშურებს.

იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში სალაჰმა 16 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 6 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ჩელსი“ ფეხბურთელს 25 მილიონად აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები