Skysports:
Aa
Aa

Skysports: "პსჟ"-მ "მონაკოსთან" მბაპეს ტრანსფერი შეათანხმა!

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული გამოცემა Skysports-ი წერს, რომ "პსჟ"-მ "მონაკოსთან" კილიან მბაპეს სატრანსფერო ფასზე მოილაპარაკა.

თინეიჯერი ვარსკვლავი პარიზულ კლუბში ერთ წლიანი იჯარის წესით გადავა, ხოლო მომავალ ზაფხულს "მონეგასკები" მის სანაცვლოდ 185 მილიონ ევრომდე მიიღებენ.

პრესა ვარაუდობდა იმასაც, რომ "პსჟ" მბაპეს შესაძენად დრაქსლერს, ლუკას მოურას ან ხავიერ პასტორეს გამოიყენებდა, მაგრამ Skysports-ის თქმით, პარიზელები მხოლოდ თანხის გადახდით შემოიფარგლებიან და არცერთი ფეხბურთელი სატრანსფერო გარიგებაში არ ფიგურირებს.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით არცერთი გუნდი არ აკეთებს, შესაბამისად, ცნობა ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდება.

18 წლის ფორვარდის შესაძენად "რეალი", "ბარსელონა", "ლივერპული", "არსენალი" და "სიტი" მუშაობდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები