მეივეზერმა მაკგრეგორი დაამარცხა და ყველა დროის რეკორდსმენი გახდა!
Aa
Aa

მეივეზერმა მაკგრეგორი დაამარცხა და ყველა დროის რეკორდსმენი გახდა!

ლას ვეგასში, T Mobile Arena-ზე, საუკუნის ორთაბრძოლად შერაცხული დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, ფლოიდ მეივეზერის გამარჯვებით დასრულდა.

40 წლის ამერიკელმა მოკრივემ, რომელიც აქტიური სპორტიდან 2 წლის წინ წავიდა, კონორ მაკგრეგორს 10 რაუნდში მოუგო.

მაკგრეგორმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და საწყის რაუნდებში უპირატესობასაც ფლობდა, მეივეზერმა კი თავის სტილში ტაქტიკურად იჩხუბა და ირლანდიელის დაღლას ცდილობდა.

შედეგად, მეივეზერმა კარიერაში 50-ე შესაძლებლობიდან 50-ე ბრძოლა მოიგო, რითაც მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოკრივე გახდა და როკი მარჩიანოს რეკორდი გააუმჯობესა.

აქამდე მეივეზერისა და მარჩიანოს ანგარიშზე 49-49 მოგება და 0 წაგება იყო, რითაც ისინი რეკორდს ინაწილებდნენ.

დღეიდან კრივს ახალი მეფე ჰყავს და ის "საყვარელი ბიჭი", "კაცი ფული" ან უბრალოდ ფლოიდ მეივეზერია!

ცხელი ამბები