გიუნდოგანი „მილანის“ ინტერესთა სფეროში მოექცა
Aa
Aa

გიუნდოგანი „მილანის“ ინტერესთა სფეროში მოექცა

იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა, ილქაი გიუნდოგანმა შესაძლოა კარიერა „მილანში“ გააგრძელოს.

თურქ ფეხბურთელს გერმანულ კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2016 წელს ეწურება და გიუნდოგანი მისი გახანგრძლივების სურვილს არ გამოთქვამს. აქედან გამომდინარე, „დორტმუნდის“ ხელმძღვანელობა მოთამაშის გაყიდვას აპირებს. „მილანის“ მესვეურები კი, ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავენ და ისინი რამოდენიმე ფეხბურთელის შეძენის ვარიანტსაც განიხილავენ, მათ შორის გიუნდოგანისაც. იმ შემთხვევაში თუ იტალიური გრანდი 24 წლის ფეხბურთელის გადაბირებას ეცდება, მას "დორტმუნდისათვის" 20-25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები