Aa
Aa

"ინტერი" მანგალაზე მუშაობს და მუსტაფიც უნდა...

მილანის „ინტერსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის ელაკიმ მანგალას იჯარის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

მილანელებს ფრანგი მცველის დამატება სურთ და საამისოდ ყველაფერს აკეთებენ, თუმცა გარიგება გაურკვეველი მიზეზების გამო ჭიანურდება.

მანგალას გამოყენებას პეპ გვარდიოლა არ აპირებს და მას „ეტიჰედიდან“ დროებით წასვლა ამ ზაფხულსაც ყველა ვარიანტში მოუწევს.

არადა გვახსოვს, რომ 2015 წელს „სიტიმ“ „პორტუს“ მანგალას სანაცვლოდ 32 მილიონი ევრო გადაუხადა.

დავამატოთ ისიც, რომ „ინტერი“ პარალელურად შკოდრან მუსტაფის ტრანსფერზეც მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები