Aa
Aa

რეინა "პსჟ"-ს უახლოვდება

სააგენტო Goal-ის ინფორმაციით, პეპე რეინა „პსჟ“-ში გადასვლასთან ახლოსაა.

პარიზელები ვეტერან მეკარეს 2+1 წლის სისტემის კონტრაქტს სთავაზობენ და წლიურ ხელფასად 3.5 მილიონ ევროს ჰპირდებიან.

გარიგების თანახმად, დიდი შანსია, ფრანგების ახალგაზრდა გოლკიპერი ალფონს არეოლა „ნაპოლის“ რიგებში ვიხილოთ.

რეინასთვის, რომელსაც ამჟამინდელ კლუბთან ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს უმთავრდება, „ნაპოლის“ ახალი კონტრაქტი ჯერჯერბოით არ შეუთავაზებია და ესპანელ მეკარეს „პსჟ“-ს წინადადება სრულად აკმაყოფილებს და სამხრეთული კლუბის დატოვება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები