Aa
Aa

"სიტის" სპორტულმა დირექტორმა მესის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

„მანჩესტერ სიტის“ სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა ლიონელ მესის შესახებ კომენტარი გააკეთა.

ბეგირისტაინმა აღნიშნა, რომ მესის „ბარსელონაში“ დარჩენაში დარწმუნებულია და სატრანსფერო მოლაპარაკებებიც უარყო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიტანული The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თნახმად, მესის მამა ხორხე სატრანსფერო მოლაპარაკებებს სწორედ ბეგირისტაინთან მართავდა.

მესის „ბარსასთან“ კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები