Marca:
Aa
Aa

Marca: "პსჟ" მბაპეს 2-ჯერ მეტ ხელფასს სთავაზობს, ვიდრე "რეალი"...

მადრიდული Marca წერს, რომ „პსჟ“ კილიან მბაპეს დამატებასთან ახლოსაა და მას ეს გარიგება 200 მილიონ ევრომდე დაუჯდება.

წყაროს თქმით, პარიზელები ფეხბურთელს იმაზე დაახლოებით ორჯერ მეტ ხელფასს სთავაზობენ, ვიდრე „რეალი“.

მადრიდელთა შეთავაზება წლიურად 6-7 მილიონი ევროს ფარგლებში იყო, ხოლო პარიზელები მბაპეს წელიწადში 15 მილიონ ევროს დაპირდნენ.

Marca აღნიშნავს, რომ „რეალსა“ და მბაპეს შორის შეთანხმება სწორედ ხელფასის გამო არ შედგა.

დავამათოთ ისიც, რომ 18 წლის ვარსკვლავი „მონაკოს“ ფანებმა გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მას მშობლიური კლუბის მიმართ მეტი პატივისცემა მართებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები