სატრანსფერო ზონა 2
Aa
Aa

სატრანსფერო ზონა 2

„დეილი მირორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „ჩელსი“ დენი დრინკვოტერის შეძენასთან ახლოს არის. „არისტოკრატები“ ასევე იმედოვნებენ, რომ მილანის „ინტერიდან“ ანტონიო კანდრევას გადმობირებას შეძლებენ.

ცოტა ხნის წინ „ლესტერის“ ხელმძღვანელობამ ლონდონელებს დრინკვოტერის შეთავაზებაა დაუბლოკა, თუმცა როგორც ჩანს გუნდებს შორის ამ თემაზე ლაპარაკი კვლავ მიმდინარეობს. რაც შეეხება „ნერაძურის“, იტალიელები მზად არიან კანდრევას 25 მილიონ ფუნტად შეელიონ.

* * *

მილანის „ინტერის“ რადარზე ტობი ალდერვეირელდი აღმოჩნდა. მას შემდეგ რაც „სპურსმა“ „აიაქსიდან“ დევინსონ სანჩესი გაიფორმა, ბელგიელმა ჩრდილოეთ ლონდონის დატოვება განიზრახა.

„ნერაძურიმ“ ტრანსფერის თაობაზე „დეზებს“ უკვე მიმართეს და მცველის შეძენის სურვილი ღიად დააფიქსირეს. შეგახსენებთ, რომ ალდერვეირელდი „ტოტენჰემის“ რიგებში 2015 წლიდან ასპარეზობს, რა დროის მანძილზეც ფეხბურთელმა 68 მატჩი ჩაატარა და თავი 5 ჯერ გამოიჩინა.

* * * 

„ელ მუნდო დეპორტივოს“ ცნობით „ბარსელონა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდი გააძლიეროს. ამჯერად ვრცელდება ცნობა, რომ „ბლაუგრანა“ „ლაიფციგის“ ნახევარმცველის ნაბი კეიტას შეძენით არის დაინტერესებული.

გვინეელი ფეხბურთელის შეძენით დიდი ხნის განმავლობაში „ლივერპული“ იყო დაინტერესებული, თუმცა „ლაიფციგის“ ხელმძღვანელობამ „მერსესაიდელებს“ ყველა შეთავაზება დაუბლოკეს. ესპანური პრესა წერს, რომ „ბარსას“ სკაუტები გასულ კვირას შალკე-ლაიფციგს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრნენ, სადაც კეიტასთან ერთად ლეონ გორეცკასაც აკვირდებოდნენ.  

* * *

„დეილი მირორი“ ავრცელებს ცნობას, რომ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა „ლივერპულთან“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.

„მერსესაიდელთა“ სკაუტები ხორვატ ფეხბურთელს პირადად ესაუბრნენ და „ენფილდზე“ გადასვლის საკითხები განიხილეს. 23 წლის ნახევარმცველი ფელიპე კოუტინიოს შესაძლო შემცვლელად განიხილება, რომელიც შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს.

* * * 

ტრანსფერმარკეტი წერს, რომ „ჩელსი“ მზად არის 91 მილიონი ფუნტი გადაიხადოს და ტორინოს ფორვარდი ანდრეა ბელოტი თავის რიგებში გადაიყვანოს. ანტონიო კონტე ღიად გამოთქვამს სურვილს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთი მაღალი დონის ფორვარდი შეიძინოს. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლონდონელებმა 70 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ „რეალიდან“ ალვარო მორატა დაიმატეს. დიდი ალბათობით გუნდს აგვისტოს ბოლომდე დიეგო კოშტა დატოვებს, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობასთან ღია კონფლიქტი აქვს.

აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ „ჩელსი“ ბელოტის ვერ შეიძენს გუნდში მხოლოდ 2 ცენტრალური თავდამსხმელი ალვარო მორატა და მიჩი ბაშტუაი რჩებიან.

* * * 

„ტოტენჰემი“ აპირებს, რომ „ევერტონს“ 20 მილიონი შესთავაზოს როს ბარკლის სანაცვლოდ. ბრიტანული „ტელეგრაფის“ ცნობით, „დეზები“ ნახევარმცველის შეძენით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი, რომლებსაც კონკურენციას მეორე ლონდონური კლუბი „ჩელსი“ უწევს.

„სპურსი“ მზადაა ტრანსფერის შემდეგ „კანფეტებს“ დამატებით 18 მილიონი ფუნტი გადაუხადოს. როგორც პრესა წერს, „ტოტენჰემის“ თავმჯდომარე დანეილ ლევი „გუდისონ პარკის“ მესვეურებს ტრანსფერის თაობაზე მიმდინარე კვირას მიმართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები