Aa
Aa

"მილანი" "იუვეს" მარკიზიოზე დაუკავშირდა

იტალიური Rai Sport-ის თქმით, „მილანმა“ შეიტყო, რომ კლაუდიო მარკიზიოს „იუვეში“ სიტუაცია აერია და მის კლუბს 31 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესი დაუდასტურა.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, „როსონერის“ ტრანსფერზე მუშაობა არ დაუწყია. მილანელებმა „იუვენტუსს“ შეუთვალეს, რომ თუკი მარკიზიო წასვლას დააპირებს, „მილანისთვის“ ის პრიორიტეტული სამიზნე იქნება.

გუშინ Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ მარკიზიოს მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისთან მთლად თბილი დამოკიდებულება არ აქვს და კლუბში საკუთარი როლით უკმაყოფილოა.

მარკიზიო „ბებერი ქალბატონის“ ამ სეზონის პროექტში საკუთარ თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვერ ხედავს. მას იტალიის სუპერ თასის მთელი მატჩის ნახვა სათადარიგოთა სკამიდან მოუწია.

დავამატოთ ისიც, რომ ჩვენი იტალიელი კოლეგების თქმით, მარკიზიოს წასვლის შემთხვევაში, „იუვე“ კევინ სტროტმანის დამატებას ეცდება. ანდრე გომეშის სახით კი უფრო რეალური კანდიდატი ჰყავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები