Aa
Aa

ფრანგული პრესა: "ბარსა" შეთავაზების გაზრდას არ აპირებს!

ფრანგული პრესის ინფორმაციით, „ბარსელონა“ უსმან დემბელეს სანაცვლოდ „დორტმუნდისთვის“ შეთავაზებული 90 მილიონიანი წინადადების გაზრდას არ აპირებს.

კატალონიელები მოვლენებს აკვირდებიან და იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელის სურვილი კლუბზე გავლენას მოახდენს და დორტმუნდელები მას „ბარსაში“ გაუშვებენ.

არადა, „ბორუსია“ თავისი 20 წლის ტალანტის ტრანსფერში 150 მილიონ ევროს ითხოვს და კლუბის სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი აცხადებს, რომ ამ თანხას ცენტიც არ დააკლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები