Aa
Aa

კანსელო "ინტერში", კონდოგბია - "ვალენსიაში"...

მილანის „ინტერი“ და ესპანური „ვალენსია“ ფეხბურთელების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

მათ შორის არსებული გარიგების მიხედვით, ჯოფრი კონდოგბია „მესტალიაზე“ გადავა, ხოლო ჟოაო კანსელო „ჯუზეპე მეაცას“ მიაშურებს.

ორივე ფეხბურთელი ახალ კლუში 1 წლიანი იჯარით ითამაშებს და მხარეები მათ ამის შემდეგ სრულფასოვნად გამოისყიდიან.

ესპანური მედია წერს, რომ ერთი წლის შემდეგ „ვალენსიას“ „ინტერისთვის“ 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. კანსელოს სატრანსფერო ფასი კი ჯერჯერობით არ სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები