დამაიმედებელი ცნობები ფაჩულიას ტრავმაზე
Aa
Aa

დამაიმედებელი ცნობები ფაჩულიას ტრავმაზე

ზაზა ფაჩულიას საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ვარჯიშისას ფეხი გადაუბრუნდა და აკროპოლისის ტურნირზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. 

სათუოა მისი ევრობასკეტზე გამოსვლაც, თუმცა გუშინ კოტე ტუღუშმა სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ზაზას ტრავმა საგანგაშო არაა და არსებული ვარაუდით, სარეაბილიტაციო პერიოდმა 1 კვირაზე მეტი არ უნდა წაიღოს.

ფაჩულიას კოჭი აქვს ნაღრძობი და მასზე ექიმები კვლევებს აწარმოებენ, რის შემდეგაც დაზიანების სიმძიმე უფრო ზუსტად დადგინდება.

ასე რომ, წესით, ჩვენი ნაკრების კაპიტანი 31 აგვისტოს მზადყოფნაში უნდა შეხვდეს, როცა ევრობასკეტის პირველ შეხვედაში, ჩვენი გუნდი ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები