Aa
Aa

Daily Express: "ჩელსი" აგვისტოს ბოლომდე 220 მილიონ ევროს დახარჯავს!

ბრიტანული Daily Express-ის ცნობით, ლონდონის „ჩელსი“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 220 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს.

ანტონიო კონტესთვის სასურველ ფეხბურთელთა სიაში ვირჯილ ვან დიიკი, სედრიკ სოარეში, რაიან ბერტრანი, დენი დრინკვოტერი და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი არიან.

როგორც გამოცემა წერს, „ლურჯები“ ხუთივე ფეხბურთელის შეძენას ეცდებიან და ტრანსფერებზე ბოლო წუთებამდე იმუშავებენ.

კონტე „ჩელსის“ სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილებას არ მალავს და გუნდის გაძლიერებას აუცილებელ საჭიროებად მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები