რამოსს რეკორდამდე ერთი ნაბიჯი აშორებს
Aa
Aa

რამოსს რეკორდამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი მრავალხმრივ გამორჩეული მოთამაშეა.

რა თქმა უნდა, უნაკლო ფეხბურთელი არ არსებობს და გამონაკლისი არც ესპანელი უკანახაზელია. მისი მთავარი მინუსი ხასიათია.

ყვითელი და წითელი ბარათების მოყვარულმა რამოსმა გუშინდელ შეხვედრაში, რომელიც "რეალმა" "დეპორტივოს" 3-0 მოუგო, მორიგი უაზრო წითელი ბარათი გამოიმუშავა და ამ მაჩვენებლით ლა ლიგის ისტორიაში შევიდა.

ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი 18 წითელი ბარათი 3 ფეხბურთელის ანგარიშზეა - ხავი აგუადო, პაბლო ალფარო და უკვე სერხიო რამოსი.

აგუადოსა და ალფაროსაგან განსხვავებით, რამოსს შანსი აქვს, რომ წითელი ბარათი ისევ მიიღოს და ლა ლიგის ყველა დროის ყველაზე უხეში მოთამაშის სტატუსი დაიმსახუროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები