Aa
Aa

ფრანგული პრესა: "რეალი" და ბენზემა შეთანხმდნენ!

ფრანგული პრესის ცნობით, კარიმ ბენზემა მადრიდის „რეალს“ ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა.

ბენზემას „სამეფო კლუბთან“ ამჟამინდელი ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულში ეწურება, ხოლო ახალი კონტრაქტი 2021 წლის ზახფულამდე იქნება გათვლილი.

როგორც ირკვევა, მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ აგვისტოს ბოლომდე გამოაცხადებენ.

ფრანგი ფორვარდი „რეალის“ რიგებში 2009 წლიდან თამაშობს. მას ყველაზე წარმატებული სეზონი 2015-16 წლებში ჰქონდა, როცა ლა ლიგაში 24 გოლი გაიტანა, ეს კი თამაშში საშუალოდ 0.8 გოლს უდრიდა.

დავამატოთ ისიც, რომ „რეალი“ კონტრაქტის გახანგრძლივებას მარკო ასენსიოსთანაც აპირებს. „ბლანკოსი“ ფეხბურთელს ხელფასს გაუზრდის და მის გამოსასყიდ თანხად 500 მილიონ ევროს დააწესებს. აღნიშნული ცნობა Marca-მ გაავრცელა, რომელიც იუწყება, რომ ხელშეკრულება 2023 წლამდე იქნება გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები