Aa
Aa

ეტოო, მენეზი და ჯურუ - "ანტალიასპორის" ვარსკვლავებს ნასრიც შეუერთდა...

30 წლის ფრანგი შემტევი სამირ ნასრი „მანჩესტერ სიტიდან“ თურქულ „ანტალიასპორში“ გადავიდა.

ნასრი თურქეთში გუშინ ჩავიდა, სადაც მას ახალი კლუბის გულშემატკივრებმა სპეციალური დახვედრა მოუწყეს.

როგორც ირკვევა, ნასრი თურქულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან მას გასულ თვეს „სიტიში“ უთხრეს, რომ „ეტიჰედ სთედიუმის“ დატოვება უსასყიდლოდ შეეძლო.

ნასრი „ანტალიასპორში“ სამუელ ეტოოსთან, ჟერემი მენეზთან და „არსენალში“ ყოფილ თანაგუნდელ იოჰან ჯურუსთან ერთად ითამაშებს.

„ანტალიასპორმა“ თურქეთის სუპერ ლიგის გასულ სეზონში მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო წელს 2 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები