ზაზა ფაჩულიამ შესაძლოა ევრობასკეტი გამოტოვოს...
Aa
Aa

ზაზა ფაჩულიამ შესაძლოა ევრობასკეტი გამოტოვოს...

საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველმა არხმა" რამდენიმე წუთის წინ არასასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს კოჭის ტრავმა მიიღო და აკროპოლისის საერთაშორისო ტურნირზე მისი ასპარეზობა საეჭვოა.

როგორც "პირველ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა განაცხადა, ამ მომენტისთვის, ტრავმა საშუალო სიმძიმისაა და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, გაემგზავრება თუ არა ზაზა საბერძნეთში.

უახლოეს დღეებში ისიც გახდება ცნობილი, რამდენად იქნება მზად ზაზა ფაჩულია „ევრობასკეტზე“ სათამაშოდ.

 

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები