ოფიციალურად: მილანმა ცენტრფორვარდი დაიმატა!
Aa
Aa

ოფიციალურად: მილანმა ცენტრფორვარდი დაიმატა!

"მილანი" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს.

როგორც ჩანს, ვინჩენცო მონტელას სურს, რომ შემადგენლობის შერჩევისას დიდი არჩევანი ჰქონდეს.

მილანელთა ოფიციალური twitter-ის გვერდი ადასტურებს, რომ გუნდმა ფლორენციის "ფიორენტინადან" ნიკოლა კალინიჩი შეიძინა.

ჯერჯერობით ფინანსურ მხარეზე არაფერია ცნობილი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 წლის ხორვატი ფორვარდის სანაცვლოდ "მილანმა" 25 მილიონი ევროს გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კალინიჩის ანგარიშზე "იების" შემადგენლობაში 32 მატჩში 15 გოლი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები