Aa
Aa

VIDEO - ლონდონური დერბი ჩელსის გამარჯვებით დასრულდა!

რამდენიმე წუთის წინ, "უემბლიზე" ლონდონური დერბი დასრულდა.

მე-2 ტურის ცენტრალური დაპირისპირება "ტოტენჰემსა" და "ჩელსის" შორის შედგა, რომელიც "არისტოკრატთა" გამარჯვებით 2-1 დასრულდა.

მოქმედმა ჩემპიონმა, 2017/2018 წლების სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვა.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდი, ახალი მოედნის მშვენებლობის გამო, ამ სეზონს "უემბლიზე" ჩაატარებენ. რა თქმა უნდა, "დეზები" თავს ისე კომფორტულად ვერ გრძნობენ, როგორც ეს საკუთარ არენაზე გამოსვლისას ხდებოდა.

ანტონიო კონტეს გუნდი კვლავ ედენ აზარის გარეშე იყო. "არისტოკრატებს" დისკვალიფიკაციის გამო გარი კეჰილი და სესკ ფაბრეგასიც ვერ ეხმარებოდნენ. მიუხედავად დანაკლისისა, "ლურჯებმა" მატჩის მოგება მაინც მოახერხეს და ამის მთავარი შემოქმედი, ესპანელი განაპირა მცველი მარკოს ალონსო გახდა.

უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრაში სამივე გოლი "ჩელსის" ფეხბურთელებმა გაიტანეს. 24-ე წუთზე ალონსომ საჯარიმო დარტყმა იდეალურად შეასრულა და ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარში, 79-ე წუთზე კონტემ ცვლილებაზე მიჩი ბაჩუაი შემოუშვა, რომელმაც 3 წუთში მოახერხა და ავტოგოლი გაიტანა.

მატჩის მიწურულს, 88-ე წუთზე მარკოს ალონსო შეტევაში ჩაერთო, მარცხენა ფლანგიდან დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და "ჩელსის" პირველი 3 ქულა მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები