ანტეტოკუმპო ევრობასკეტს გამოტოვებს
Aa
Aa

ანტეტოკუმპო ევრობასკეტს გამოტოვებს

"მილუოკი ბაქსის" ფორვარდი იანის ატეტოკუმპო საბერძნეთის ნაკრებს ევრობასკეტზე ვერ დაეხმარება.

22 წლის კალათბურთელს მუხლის ტრავმა აქვს. ამ სამწუხარო სიახლის შესახებ, კალათბურთელმა ქომაგებს facebook-ის საშუალეით აცნობა.

ანტეტოკუმპომ ამ ფაქტს, მის კარიერაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება უწოდა. 

უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთის ნაკრები "მილუოკის" ფორვარდთან ერთად, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. ახლა კი სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ნაკრები ევრობასკეტზე A ჯგუფში ითამაშებს და მისი მეტოქეები საფრანგეთი, ფინეთი, სლოვენია, პოლონეთი და ისლანდია იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები