ვენსან კომპანი:
Aa
Aa

ვენსან კომპანი: "...გვარდიოლა ნომერ პირველი მწვრთნელია"

"მანჩესტერ სიტის" ბელგიელმა კაპიტანმა ვენსან კომპანიმ პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"მე ვიტყოდი, რომ გვარდიოლა ნომერ პირველი მწვრთნელია. ის ძალიან სწრაფად ამჩნევს მატჩის ტექნიკურ და ტაქტიკურ ასპექტებს", - ამბობს კომპანი.

"ხანდახან, შეხვედრა ისე არ მიმდინარეობს როგორც შენ გსურს და ძნელია სადავეები ხელთ იგდო, მაგრამ  გვარდიოლასთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ის პრობლემას მალევე აგვარებს და მოედანზე მიმდინარე მოვლენებს ცვლის".

"პეპი, გუნდს თავისი იდეების სრულად აღქმაში იდეალურად ეხმარება. სწორედ ამიტომ იყო, მისი ყველა ქოლექტივი შესანიშნავი". - განაცხადა კომპანიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები